|
2019-07-09 17:15:18, 1589 ნახვა
ეკონომიკა
არველაძე: აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საინვესტიციო პროექტების პირველი კატალოგი შეიქმნა
„აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში პირველად შეიქმნა საინვესტიციო პროექტების კატალოგი, სადაც ექვსივე ქვეყნის - აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის კერძო და სახელმწიფო სექტორებიდან იქნება წარმოდგენილი საინვესტიციო პროექტები, რაც ევროკავშირის სხვადასხვა ინვესტორებს საშუალებას მისცემს, დეტალურად გაეცნონ მათ და დაინტერესების შემთხვევაში, წარადგინონ საინვესტიციო წინადადებები“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან განაცხადა. მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმის მნიშვნელობაზე, რომელიც ბათუმში, მიმდინარე წლის 11 ივლისს გაიმართება. ფორუმში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახსნის, მონაწილეობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები, საინვესტიციო სააგენტოები, მსხვილი ბიზნესგაერთიანებები, საერთაშორისო კომპანიები, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლები. „ფორუმის მიზანია, მოიზიდოს მეტი ევროპული ინვესტიცია საქართველოსა და სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ავირჩიეთ სექტორები ძირითადი პრირიტეტული საინვესტიციო მიმართულებების მიხედვით - სოფლის მეურნეობა, გადამამუშავებელი მრეწველობა, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი და ტურიზმი და ვგეგმავთ, ამ სექტორებში არსებული საინვესტიციო პროექტები იყოს ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული ინვესტორისთვის როგორც ევროკავშირის, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან და რაც მთავარია, ჩვენი სურვილია რომ აღნიშნული პროექტების ჩამონათვალი იყოს განახლებადი. პრაქტიკულად, ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რადგან შეიქმნა პირველი შესაძლებლობა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო პროექტებს თავი მოეყარა ერთიანი კატალოგის სახით" - განაცხადა გენადი არველაძემ. აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი ევროკომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპული მმართველობისა და ეკონომიკის ცენტრის თანაორგანიზებით იმართება.
(NS)
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)