22:56 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-04 15:13:38, 932 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს მელიორაციის“ დირექტორმა სარწყავ სისტემებზე არსებული ვითარება განიხილა

სარწყავ სისტემებზე არსებული ვითარება განიხილეს და საირიგაციო მომსახურების გაუმჯობესების საკითხებზე იმსჯელეს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, ოთარ შამუგიამ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების სავანეთისა და ტალავერის  მოსახლეობამ შპს „საქართველოს მელიორაციის“ ცენტრალურ  ოფისში გამართულ შეხვედრაზე. 

ზაფხულის სეზონზე მოსახლეობის წინაშე სარწყავი წყლის საკითხი აქტუალურია. შეხვედრის შემდეგ შპს „საქართველოს მელიორაციის“ ექსპლუატაციის დირექტორი, ქვემო ქართლის  რეგიოლანური სამსახურის ხელმძღვანელები  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან ერთად ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას და შეთანხმდნენ, რომ სარწყავი წყლის  შეუფერხებლად მისაწოდებლად და პროცესის დარეგულირების მიზნით, აუცილებელია ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიცვას წყალმოხმარების გრაფიკი, რათა წყალი თანაბრად, სამართლიანად და ოპტიმალურად გადანაწილდეს.  მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ მაქსიმალურად მოხდება ყველა რესურსის მობილიზება, რათა მოსახლეობამ შეძლოს საკუთარი ნაკვეთების მორწყვა.  

ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics