|
2019-06-25 16:04:18, 942 ნახვა
საზოგადოება
საქართველო ინვაზიური სახეობების სამუშაო ჯგუფის შეხვედრას მასპინძლობს
საქართველო ინვაზიური სახეობების შესახებ სამუშაო ჯგუფის მეცამეტე შეხვედრას მასპინძლობს. შეხვედრის მონაწილეები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას და საუკეთესო პრაქტიკას ინვაზიურ სახეობებთან ბრძოლის კუთხით, ასევე განიხილავენ ინვაზიურ უცხო სახეობებთან დაკავშირებით ევროპული სტრატეგიის დანერგვის საკითხს და ინვაზიური უცხო სახეობების შესახებ ახალ სახელმძღვანელო დოკუმენტებს. „ინვაზიური სახეობების გავრცელება ბიომრავალფეროვნებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფრთხედ მიიჩნევა. ჩვენი, როგორც გარემოს დამცველების ვალდებულებაა შევამციროთ მათი გავრცელება. ამისათვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. მოხარული ვარ, რომ საქართველო მასპინძლობს ღონისძიებას, სადაც მნიშვნელოვანი გამოწვევები და მათი დაძლევის საკითხები განიხილება“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ. ქალაქ ბათუმში გამართულ შეხვედრას ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ კონვენციისა (ბერნის კონვენცია) 21 ხელმომწერი ქვეყნის დელეგატი ესწრება. ღონისძიების ფარგლებში, შეხვედრის მონაწილეებისთვის მტირალას ეროვნულ პარკში საველე ვიზიტი გაიმართება. საქართველოში ბერნის კონვენციის დანერგვა 2008 წლიდან დაიწყო. ქართული მხარე მაქსიმალურად ცდილობს შეასრულოს კონვენციით დაკისრებული ვალდებულებები, დაიცვას და შეინარჩუნოს ეროვნული და საერთაშორისო კონსერვაციული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიები. ბოლო წლების განმავლობაში, სახელმწიფოს ძალისხმევით, ქვეყანაში შეიქმნა „ზურმუხტის ქსელი“, რაც ბიომრავალფეროვნებისთვის მნიშვნელოვანი არეალების დაცვას და შენარჩუნებას ემსახურება.
(NS)
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)