13:18 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-23 12:49:27, 1206 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი პუტინის გადაწყვეტილებაზე: ტურისტები კვლავ უნდა ჩამოვიდნენ აქ, იმიტომ რომ მათ უყვართ საქართველო

"ჩვენ რუსეთთან პრობლემები აქამდეც გვქონდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია 1,5 მილიონი ტურისტისთვის, რომლებიც რუსეთიდან საქართველოში ჩამოვიდნენ", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Euronews-თან ინტერვიუში, თბილისში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არსებობს დესტაბილიზაციის მცდელობები და ამას ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ.

„ჩვენ რუსეთთან პრობლემები აქამდეც გვქონდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია 1,5 მილიონი ტურისტისთვის, რომლებიც რუსეთიდან საქართველოში ჩამოვიდნენ და ყოველგვარი ინციდენტების გარეშე დაბრუნდნენ სამშობლოში. ტურისტები კვლავ უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში, იმიტომ რომ მათ უყვართ საქართველო. პოლიტიკოსებმა და ქვეყნის ლიდერებმა არსებული პრობლემები უნდა მოაგვარონ, ჩვენ საქართველოს ტერიტორიები გვაქვს დასაბრუნებელი, მაგრამ ამან არ უნდა შეუშალოს ხელი ტურიზმს. ჩვენ დეესკალაცია გვჭირდება - არც საქართველოს და არც ევროკავშირს რეგიონში დაძაბულობის ახალი წერტილი არ სჭირდება. დაძაბულობის შექმნის ნებისმიერ მცდელობებს ჩვენ კვლავ მშვიდობიანი ზომებით ვუპასუხებთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics