11:25 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-20 18:16:42, 945 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო უწყება საზღვარგარეთ საქართველოს ელჩების გადადგომას უარყოფს

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა რუმინეთის და პოლონეთის ელჩების გადადგომის შესახებ ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.

კონსტანტინიდმა ყველას მოუწოდა, დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

"გაიჟღერა ინფორმაციამ, მათ შორის სოციალურ ქსელებში, რომ საქართველოს პოლონეთისა და რუმინეთის ელჩებმა განვითარებული მოვლენების ფონზე თანამდებობა დატოვეს. ეს დეზინფორმაციაა და სინამდვილეს არ შეესაბამება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა ქვედანაყოფი, როგორც საელჩოები, ისე საკონსულო სამსახურები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მინიჭებულ საქმიანობას. მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მსგავსი სახის პროვოკაციული ინფორმაციის გავრცელებისგან", - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

შეგახსენებთ, თბილისში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეა იმართებოდა, რომელსაც ანტიქარტული რიტორიკის მქონე რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი ესწრებოდა. დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სავარძელიც დაიკავა.მომხდარმა ოპოზიციისა და საზოგადოების პროტესტი გამოიწვია, რის გამოც ასამბლეა შეწყდა. ამასთან, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროტესტის ნიშნად საზღვარგარეთ საქართველოს ელჩები თანამდებობებს ტოვებდნენ, თუმცა აღნიშნული საგარეო უწყებამ არ დაადასტურა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics