11:25 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-20 18:12:41, 895 ნახვა

პოლიტიკა
კვიციანი: სერგეი გავრილოვი პროქართულია

 „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის ემზარ კვიციანის განცხაცდებით, რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი პროქართველია და მას ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარებული არ აქვს.

თუმცა მისივე თქმით, მოსაწონი არ არის, რომ საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარის სკამი რუსმა დეპუტატმა დაიკავა.

„მე არ ვიცი თქვენ ნახეთ თუ არა მე მივუვარდი გავრილოვს და ვუთხარი, რატომ მოხვედი. შენ მეთქი აფხაზეთში ნამყოფი ხარ, რაის აფხაზეთში ნამყოფი არ ვარო. იმის მერეო კონფლიქტის მერეო. მე მშობლები მყავს აქ თბილისში დასაფლავებულიო. იქ ვაპირებ ახლა წასვლასო. არანაირი საქართველო ჩემი სამშობლო არისო. ხო ხედავთ, სად დაარტყეს შეგნებულად. გავრილოვი არის პროქართველი, ამიტომაც მოხვდა დღეს. მას უშუალოდ არ აქვს აღიარებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. დამიდონ ერთი ფაქტიო. მე როცა ველაპარაკე, მერე დავმშვიდდი და მშვიდად ველაპარაკე და ავუხსენი რომ ეს ხალხი შენი მეშვეობით შემოვარდა ახლა, შენი დახმარებით მოსკოვი აკეთებს მეთქი. გაშეშდნენ, ვერაფერს მპასუხობდნენ. მოვუყევი რა გააკეთეს კოდორის ხეობაში, როცა სააკაშვილი კონსტიტუციის დარღვევით შემოვარდა კოდორის ხეობაში და როგორ დამარტყეს რუსებმა ზურგში, დაეხმარნენ სააკაშვილს, რომ კოდორის ხეობა ხელში ჩაეგდო და მიეცა მათთვის. ყველაფერი რომ მოვუყევი ცოტა გონს მოვიდნენ და ალბათ გააანალიზებენ“, - აღნიშნა კვიციანმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics