14:37 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-20 17:16:28, 840 ნახვა

საზოგადოება
ცინცაძის ქუჩაზე სამი სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა

საბურთალოს რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ცინცაძის ქუჩაზე N79, N83 და N85 კორპუსების მიმდებარედ, სკვერების რეაბილიტაცია განხორციელდა.

პროექტის თანახმად, სამივე სკვერში განთავსდა შესაბამისი ინვენტარი, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო გასართობი ზონები, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონი განთავსდა და გარე განათების ბოძები დამონტაჟდა. ასევე, სკვერებში დაიგო რულონური ბალახი.

განახლებული სკვერები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით უთმელიძესთან ერთად დაათვალიერა.

„ცინცაძის ქუჩაზე მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი - სამი სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა. განახლებული დასასვენებელი სივრცეებით დაახლოებით, 276 ოჯახი ისარგებლებს. ჩვენთვის მსგავსი სივრცეების მოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მიმდინარე წელს საბურთალოს რაიონში კიდევ  არაერთი სკვერის რეაბილიტაციაა დაგეგმილი“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სამივე სკვერის რეაბილიტაცია საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 257 757  ლარით დაფინანსდა. სამუშაოები კომპანიამ „გრინსერვისი+“ შეასრულა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics