|
2019-06-20 16:13:02, 2104 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - ინვესტორების ინფრასტრუქტურულ პროექტებში მოსაზიდად გარკვეული დამატებითი ინსტრუმენტები და წახალისებაა საჭირო
„ინვესტორების ინფრასტრუქტურულ პროექტებში მოსაზიდად გარკვეული დამატებითი ინსტრუმენტები და წახალისებაა საჭირო“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც საჯარო-კერძო თანამშრომლობის განვითარებას შეეხებოდა. „ჩვენ შევიმუშავეთ ისეთი მექანიზმი, სადაც, ერთი მხრივ, სახელმწიფო ძალიან დიდ შეღავათს ნახულობს იმიტომ, რომ შეუძლია ინფრასტრუქტურულ პროექტებში არამარტო თავისი რესურსი დახარჯოს, არამედ კერძოც მოიზიდოს და ამ ერთობლივი თანამშრომლობით შეიქმნას მეტი ინფრასტრუქტურა, მეტი სამუშაო ადგილი, დასაქმდეს მეტი ოჯახი. მეორე მხრივ, კერძო ინვესტორი ისარგებლებს ისეთი მექანიზმით, რომლის დროსაც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების რისკები გადანაწილებულია სახელმწიფოსა და კერძო ინვესტორს შორის. საუბარია სხვადასხვა ტიპის რისკებზე, მათ შორის, სამშენებლო, საბაზრო, პოლიტიკური და სხვა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. მისივე თქმით, საქართველოში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოა, მაგრამ, საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, ინვესტორების ინფრასტრუქტურულ პროექტებში მოსაზიდად გარკვეული დამატებითი ინსტრუმენტები და წახალისებაა საჭირო. ნათია თურნავას თქმით, სწორედ აქედან გამომდინარეობს კერძო-საჯარო თანამშრომლობის ის საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)