16:27 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-20 16:11:29, 1013 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - კერძო-საჯარო თანამშრომლობა გვეხმარება, რომ ეკონომიკური ზრდა ინკლუზიური გახდეს

„კერძო - საჯარო თანამშრომლობა არის ნაწილი იმ სტრუქტურული რეფორმებისა,  რომლებმაც ძალიან დადებითი შეფასება დაიმსახურა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი სტრუქტურული რეფორმები გვაძლევს საშუალებას, რომ ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური განვითარება ვაქციოთ ინკლუზიურად და ის ოჯახების კეთილდღეობასთან დავაკავშიროთ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც საჯარო - კერძო თანამშრომლობის განვითარებას შეეხებოდა.

თავის გამოსვლაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც მნიშვნელოვან ფინანსურ და ტექნიკურ რესურსს მოითხოვს. 

„ეს ის პროექტებია, რომლებიც აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ, გავაძლიეროთ, განვახორციელოთ. საუბარია არა მხოლოდ ცენტრალურ მაგისტრალურ ინფრასტურქტურაზე, არამედ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ჩვენ მათ ყველა რეგიონში განვახორციელებთ და მათ მშენებლობაში მუნიციპალიტეტები აქტიურად არიან ჩართული“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics