|
2019-06-17 18:43:25, 1305 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: ამერიკული ბიზნესებისთვის ჩვენ განვიხილებით, როგორც სტრატეგიული ცენტრი და ჰაბი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ამერიკის შეერთებულ შტატებში სამთავრობო დელეგაციის ფარგლებში მისი ვიზიტის და საქართველოს აშშ-სთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების პერსპექტივების შესახებ ისაუბრა. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, აშშ-ის ბიზნესებისთვის ჩვენ განვიხილებით, როგორც სტრატეგიული ცენტრი და ჰაბი. ეკონომიკის მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველო-აშშ-ის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებისთვის თანამშრომლობის საკითხებზე ურთიერთგაგების მემორანდუმის მნიშვნელობის შესახებ, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აშშ-ის კომერციის დეპარტამენტს შორის გაფორმდა. „მემორანდუმში ხაზგასმულია აშშ-ის სურვილი და გადაწყვეტილება, განიხილოს საქართველო, როგორც რეგიონალური ცენტრი და საყრდენი ამერიკული ბიზნესებისთვის, საიდანაც მათ ურთიერთობა ექნებათ მთლიანად რეგიონთან", - განაცხადა ნათია თურნავამ. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, სამინისტრო ამერიკის შეერთებულ შტატებთან და კომერციის დეპარტამენტთან სხვადასხვა მიმართულებით გააგრძელებს თანამშრომლობას, მათ შორის - საკანონმდებლო, სახელშეკრულებო, ორგანიზაციული, ასევე საქართველოში აშშ-ის კომერციული წარმომადგენლობის შექმნის მიმართულებით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)