08:30 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-16 19:59:44, 1711 ნახვა

სამართალი
ტაეკვანდოს ჩემპიონატზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა დაკავებულია სამი ადამიანი

ფოთში, ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებისას სამი ადამიანი დააკავეს.

დაპირისპირება ფედერაციის შენობასთან მაშინ მოხდა, როდესაც ფედერაციის წევრების ნაწილი სულხან ბაბუაძეს ხვდებოდა.

მათი თქმით, 7 წელია საქართველოს ტაეკვანდოს ეროვნულ ფედერაციას სულხან ბაბუაძე მართავს და მისი მუშაობით უკმაყოფილოები არიან. მწვრთნელების განცხადებით, ისინი პრეზიდენტს ბოიკოტს უცხადებენ და მის გადაყენებას მოითხოვენ. დღეს მწვრთნელები ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა მათივე თქმით, გამგეობის წევრებმა პროვოკაცია მოაწყვეს, რაც ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაკავებული მწვრთნელები ფოთის პოლიციაში იმყოფებიან.

შსს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics