09:50 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-14 23:24:49, 1325 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - ვინც იმუქრება, ისინი უნდა გაიყვანონ და დასაჯონ

"გადაწყვტილება უნდა იყოს მიღებული, რომ ვინც იმუქრება, ისინი გაიყვანონ. მე აქ მოვედი, ვიცავ კანონს და ვდგავარ იმ ადამიანების გვერდით, ვინც არიან დაჩაგრულები. კანონი ამბობს, რომ ვინც იმუქრება, ისინი უნდა გაიყვანონ და დასაჯონ" - თქვა ხოშტარიამ.

,,აქ არ არსებობს მხარეები, არსებობს მხოლოდ კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, რომ ნებისმიერი ადამიანი შეიკრიბოს იქ, სადაც უნდა. აქ სახელმწიფომ თუ არ უზრუნველყო ეს უფლება, რომ ადამიანებს საფრთხის გარეშე შეეძლოთ შეკრება, მაშინ ჩვენ სახელმწიფო არა ვართ. მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა აქ ერთ ჯგუფს მეორე ჯგუფი, არავის არ აქვს უფლება, დაბლოკონ და არ მიეცეთ შეკრების საშუალება. აქ ჩვენ ვიცავთ არამარტო უმცირესობების უფლებებს, არამედ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, შეკრებების და აზრის გამოხატვის უფლებას, რაც არის ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტი.

ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გაიყვანოს კონტრაქციის მონაწილეები და აქ დარჩენილებს მიეცემათ შესაძლებლობა, გამოხატონ თავიანთი აზრი მშვიდად. ასე ხდება ყველა ნორმალურ სახელმწიფოში”, – განაცხადა ხოშტარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics