18:08 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-13 10:46:09, 1295 ნახვა

კომენტარი
ენტონი კიმი - საქართველო შესანიშნავი წინსვლის მქონე ქვეყანაა, რომელსაც ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია

საქართველო ნამდვილად შესანიშნავი წინსვლის მქონე ქვეყანაა, რომელსაც ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია სამომავლოდ,- ამის შესახებ "ჰერითიჯის ფონდის" მკვლევარმა ენტონი კიმმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციის გახსნის შეემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მთავარი საზრუნავია, როგორ გაგრძლდეს წინსვლა, რათა კეთილდღეობა თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს.

"საქართველო ნამდვილად შესანიშნავი წინსვლის მქონე ქვეყანაა, მაგრამ ამბის თხრობა აქ არ მთავრდება. ახლა მთავარი კითხვაა, როგორ გაგრძელდეს ეს შესანიშნავი წინსვლა, რათა ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ შეიგრძნოს ეს შესაძლებლობები და კეთილდღეობა. ამდენად, ვაშინგტონში ამ სახის შეხვედრებს საკუთარი წვლილი შეაქვთ ამ კოლექტიურ მიზანსწრაფულობაში და გვაფიქრებს იმაზე, თუ როგორ გავხადოთ საქართველო კიდევ უფრო მეტად მზარდი ეკონომიკური სივრცე. ეს შესანიშნავი და ძალიან დროული ღონისძიებაა და სწორედ ახლა დადგა მეტის გაკეთების დრო. საქართველოს ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია სამომავლოდ. აუთვისებელი შესაძლებლობები ნამდვილად უამრავია. მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ და ვიმუშავებთ, რომ გავაძლიეროთ პრაქტიკული და სტრატეგიული ჩართულობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ვფიქრობ, სწორედ ეს არის წარმატების ფორმულა", - განაცხადა ენტონი კიმმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics