09:25 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-23 11:50:54, 2689 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში იურიდიული პირებისა და ფინანსური მენეჯერების გადამზადება გრძელდება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში, თემაზე - „სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემა“ ტრენინგი მიმდინარეობს.

საჯარო ფინანსების მართვის ეფექტურობისა და ეფექტიანობის გაზრდის,  ყველა დონის ბიუჯეტების ოპერაციების გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ქვეყნის მასშტაბით საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების  ფინანსური მენეჯერების გადამზადება გრძელდება.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის ნოემბრიდან მათ ტრენინგებს თემაზე „სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემა,“ სახელმწიფო ხაზინისა და საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის სპეციალისტები უტარებენ.

ცნობისთვის, სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის სტრატეგიის მიხედვით, 2015 წლის 1 იანვრიდან საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ანგარიშები გაიხსნა ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში და მათი მართვა ხორციელდება სახელმწიფო ფინანსების მართვის ერთიანი სისტემის მეშვეობით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს 300 მილიონ დოლარს არ გადაუხდის
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics