|
2019-06-09 11:01:03, 954 ნახვა
პოლიტიკა
კახაძე: მომხრე ვარ, რომ საარჩევნო თუ ზოგადსაკაცობრიო წესით, დარღვევებს ადგილი არ ჰქონდეს
მომხრე ვარ, საარჩევნო წესით და ზოგადსაკაცობრიო წესით დარღვევებს არ ჰქონდეს ადგილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლადო კახაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კახაძემ თავის მომრეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თუ რაიმე დარღვევას ექნება ადგილი, ეს აუცილებლად საჩივრის სახით დაფიქსირდება და განიხილავს შესაბამისი ინსტანცია. „თუ რაიმე დარღვევას ექნება ადგილი, ამას აუცილებლად საჩივრის სახით დააფიქსირებს მოსახლე და ამას განიხილავს შესაბამისი ინსტანცია. მე მომხრე ვარ, რომ სამართლის დარღვევის გარეშე, ადმინისტრაციული წესით იქნება, საარჩევნო წესით თუ ზოგადსაკაცობრიო წესით, დარღვევებს ადგილი არ ჰქონდეს. ჩემი მიზანი იყო ადამიანებთან ურთიერთობის ის ფორმა, რომელიც თავიდანვე ავირჩიე - განმარტებითი, მათგან მიღებული ინფორმაციის დამუშავება და მათთან ერთად იმ საკითხების დაძვრა, რომელიც მთაწმინდის მოსახლეობას აწუხებს“, - განაცხადა ლადო კახაძემ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)