|
2019-06-07 13:32:56, 840 ნახვა
პოლიტიკა
თურნავა მაღარიელების გაფიცვაზე: სახელმწიფო ასეთი ტიპის დავების დარეგულირებაში არ უნდა ერთვებოდეს
გაფიცული მაღაროელები და დამსაქმებლები ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ პროცესს - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან განაცხადა, მსგავსი საქმეებში სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს. „სახელმწიფო, როგორც წესი, ასეთი ტიპის დავების დარეგულირებაში არ უნდა ერთვებოდეს. თუმცა გავითვალისწინეთ რა, ჭიათურა და ზესტაფონი არის უდიდესი სისტემის შემქმნელი კომპლექსი, ძალიან მნიშვნელოვანი დამსაქმებელი ჩვენთვის, გავითვალისწინეთ ისიც, რომ ჭიათურაში არის სახელმწიფოს მიერ წარგზავნილი დროებითი მმართველი და აქედან გამომდინარე რიგი საკითხები იყო ისეთი, სადაც ჩვენ ძალიან მომთხოვნები ვართ ამ ინვსეტორთანაც და სხვა ინვესტორების მიმართ. კერძოდ, რაც შეეხება შრომის ღირსეულ პირობებს, აქედან გამომდინარე ჩავერთეთ მედიაციაში. ის, რომ შედგა კონსენსუსი, ეს შესაძლებლად გახადა, ორივე მხარის პასუხისმგებლიანმა მიდგომამ. მე ვგულისხმობ კომპანიას და მაღაროელებს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ამ პროცესს და შედგა შეთანხმება. ზოგადად, ჩვენი პოზიცია ასეთი მსხვილი დამსაქმებელი საწარმოების მიმართ ისეთი, რომ პრიორიტეტი ყოველთვის მიენიჭება შრომის ღირსეულ პირობებს და დასაქმებულების ინტერესების დაცვას. თუმცა ისევ ვამბობ, რომ ჩვენი ჩარევები უნდა იყოს ძალიან დოზირებული. ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება კერძო ბიზნესს და ჩვენ ვაშენებთ ეკონომიკისაც კერძო ინვესტიციაზე დაფუძნებით, თვითონ ისწავლოს საკუთარ დასაქმებულებთან საუბარი და არ დაუშვას მსგავსი ტიპის ექსესები“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)