|
2019-06-06 15:42:06, 1182 ნახვა
საზოგადოება
„ლიბერთიმ“ ახალი სოციალური პროექტი „იმოძრავე ლიბერთისთან ერთად“ დააანონსა
8 ივნისს, ლიბერთის ინიციატივით კიდევ ერთი ახალი სოციალური პროექტი იწყება, რომელიც ნებისმიერ მსურველს, თბილისში, ერთდროულად 4 ლოკაციაზე სხვადასხვა სპორტული და გამაჯანსაღებელი აქტივობის საშუალებას აძლევს. 60 წლის ასაკის ზემოთ ადამიანებს, ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ყოველ შაბათ კვირას ვაკის პარკში, ილიას ბაღში, მზიურისა და იპოდრომის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე ვარჯიშის საშუალება მიეცემათ. ,,ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება და განსაკუთრებით კი უფროს თაობაზე ზრუნვა ლიბერთის ახალი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის მუდმივ პრიორიტეტს წარმოადგენს. იმედი გვაქვს ახალი პროექტი ჩვენს თანამოქალაქეებს ასაკის მიუხედავად, ვარჯიშის, გართობის, დასვენებისა და გაჯანსაღების სტიმულს მისცემს. მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ისეთი სივრცეები სადაც ადამიანებს მისვლა და ყოველდღიურობისგან განმუხტვა გაუხარდებათ. ეს პროექტი არ არის ერთჯერადი და მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგძელდება“ - განაცხადა „ლიბერთის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.
(R)
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)