|
2019-06-06 10:15:32, 1125 ნახვა
საზოგადოება
IDFI: პირველადი ტექინსპექტირება 232,470 ავტომობილიდან 117,630-მა გაიარა, ხოლო 114,840 დახარვეზდა
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) საქარათველოში ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების შედეგებს აქვეყნებს. შედდეგების თანახმად, 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით, ტექნიკური ინსპექტირება 232, 470 ავტოსატრანსპორტო საშუალებას ჩაუტარდა. უფრო დეტალურად, მათი ცნობით, პირველადი ტექინსპექტირება გაიარა 232, 470-მა ავტომობილმა, აქედან დახარვეზდა 114, 830. ტექინსპექტირება კი, გაიარა 117,640-მა ავტოტრანსპორტმა. ხოლო, განმეორებით ტექინსპექტირებას, დახარვეზებული 114, 840 ავტომობილიდან განმეორებით ტექდათვალიერებას 80, 999 ავტომობილმა მიმართა, საიდანაც კვლავ დახარვეზდა 4,330 და ტექდათვალიერება გაიარა 76, 669 ავტოტრანსპორტმა. IDFI-ის ინფორმაციით, ავტომობილების მფლობელებმა პირველად ინსპექტირებაში ჯამში 16 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს. ამასთან, მათივე განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დახარვეზების საფუძვლებს არ აღრიცხავს. ასევე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რაც უფრო ახალია ავტომობილი, მით უფრო ნაკლებია დახარვეზების შემთხვევები. „ავტომობილების გამონაბოლქვი მთავარი პრობლემაა ჰაერის დაბინძურების კუთხით; 10 და მეტი წლოვანების ავტომობილები განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენენ ჰაერის დაბინძურების მხრივ; 2009 წლამდე გამოშვებული ვტომობილების მხოლოდ 59% პროცენტმა გაიარა ტექნიკური ინსპექტირება“, - ნათქვამია კვლევაში. IDFI-ს შედეგებში აღნიშნულია, რომ 2018 წელს ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის გამო ჯარიმების ოდენობამ 1 მლნ ლარი შეადგინა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)