|
2019-06-01 17:17:30, 1074 ნახვა
საზოგადოება
შსს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, კამპანიის - #მეტისიცოცხლისთვის ფარგლებში, ბავშვებს უმასპინძლა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო უსაფრთხოების სოციალური კამპანიის - #მეტისიცოცხლისთვის ფარგლებში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მოზარდებს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე უმასპინძლა და მათთვის სხვადასხვა სახალისო აქტივობა დაგეგმა. ღონისძიების მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებზე ბავშვების ცნობიერების ამაღლება. სამინისტროს ორგანიზებით, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, 11:00 საათიდან დაიწყო გასართობი და შემეცნებითი აქტივობები. დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, მათ მშობლებს და ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეეძლო ღონისძიებაზე დასწრება. 1 ივნისს ლისის ტბაზე ასულ მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ იმიტირებული ქალაქი, სადაც წარმოდგენილი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს კონსტრუქციები და გაიცემოდა საბავშვო მართვის მოწმობები. ასევე, მოზარდები გაეცნენ "112"-ის მობილური აპლიკაციის ინსტალაციას, სადაც ოპერატორებმა მათ აპლიკაციის გამოყენების წესები განუმარტეს. გარდა ამისა, ლისის ტბის მიმდებარედ წარმოდგენილი იყო სამინისტროს სხვა დანაყოფების თემატური სივრცეები: "112"-ის შენობის მაკეტი, დაცვის პოლიციის საბავშვო ინსტალაციები. ექსპერტ-კრიმინალისტებმა კი ბავშვებს ქიმიური შოუ წარუდგინეს. საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებით, მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ სტრატეგიულ თამაშში, რომლის გამარჯვებულებიც სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ღონისძიება საბავშვო სტუდიის კონცერტით დასრულდა.
(NS)
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)