01:58 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-30 12:32:28, 974 ნახვა

პოლიტიკა
გოცირიძე: მთავრობამ უკან დაიხია, წარმოუდგენელია ერთი თვის წინ გაცემული დოკუმენტი მინისტრს არ სცოდნოდა

მთავრობამ უკან დაიხია, წარმოუდგენელია ერთი თვის წინ გაცემული დოკუმენტი არ სცოდნოდა მინისტრს, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე  ეკონომიკის მინისტრის მიერ, ფოთის პორტის მშენებლობის ნებართვის გაუქმებას.

გოცირიძის შეფასებით, უხეშად გამოუვიდათ ანაკლიის პორტის ჩაგდება და მიხვდნენ, რომ ამას საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვებოდა.

„ძალიან უხეშად გამოუვიდა ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდება. მას მოჰყვებოდა ძალიან დიდი და საერთაშორისო რეზონანსი. წარმოუდგენელია რომ ერთი თვის წინ გაცემული დოკუმენტი არ სცოდნოდა მინისტრს და ვინმეს მთავრობაში. ანაკლიის პროექტის ჩაგდება იყო ამ მექანიზმით გათვალისწინებული. არავითარი პორტი ფოთში არ აშენდებოდა, ანაკლიის პორტი დაწყებულია და ორ წელიწადში დასრულდება თუ მთავრობამ ხელი არ შეუშალა, ხოლო ფოთის ახალი პორტის მშენებლობას დასჭირდებოდა მრავალი წელი“, - აღნიშნა გოცირიძემ.  





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics