22:18 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-27 11:34:53, 1197 ნახვა

კომენტარი
პატრიარქი: სავიზო რეჟიმი გაიოლდება, თუ ჩვენი ქართველები კარგად მოიქცევიან

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ხელისუფლებას მოუწოდებს ემიგრაციაში მყოფ ქართველ ხალხს ხელი შეუწყოს, რათა ქვეყანაში დაბრუნება გაუადვილდეთ.

ამის შესახებ უწმინდესმა დიასპორის ფორუმზე - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ილია მეორემ ქართული დიასპორის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უცხოეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაიაზრონ, რომ მათი საქმიანობა ქვეყნის უვიზო მიმოსვლაზე იმოქმედებს.

„ქართული დიასპორის მოღვაწეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ბევრს აკეთებენ საქართველოსთვის. ჩვენ მოხარული ვართ, რომ მრავალი მეცნიერი, მრავალი ადამიანი ემსახურება საქართველოს და იმედია, რომ ეს მათი მოღვაწეობა იქნება მეტად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, მაგრამ მე არ შემიძლია არ ვთქვა, რომ არის უარყოფითი მხარეებიც. მრავალი ქართველი ადამიანი დღეს ციხეში იმყოფება ქურდობისათვის ან სხვა უარყოფითი საქმისთვის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს უარყოფითი მხარეები აღმოიფხვრას. უნდა გვახსოვდეს, რომ დიასპორის მოქმედება, საქმიანობა, ბევრად იმოქმედებს სავიზო რეჟიმზე. სავიზო რეჟიმი გაიოლდება, თუ ჩვენი ქართველები კარგად მოიქცევიან. მე იმედი მაქვს, რომ ეს ასე იქნება. მინდა ვთხოვო საქართველოს ხელისუფლებას გაუადვილონ ქარველებს ჩამოსვლა სამშობლოში", - განაცხადა ილია მეორემ. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics