01:05 - 23 Jul, 2026
|
2019-05-27 11:31:52, 924 ნახვა
პოლიტიკა
ბრაზილიაში ქრისტეს ცნობილი ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებში განათდა
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს დროშის ფერებში კორკოვადოს მთაზე მდებარე ქრისტეს ცნობილი ქანდაკება განათდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, ეს საქართველოს ცნობადობას მნიშვნელოვნად გაზრდის. „ქრისტეს ქანდაკება“ ბრაზილიის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოს 7 ახალ საოცრებათა შორის ერთ-ერთია. გამომდინარე აქედან, მონუმენტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთდროულად მილიონობით ადამიანის ხედვის არეალშია. შესაბამისად, ქანდაკების განათება საქართველოს დროშის ფერებში ქვეყნის ცნობადობას მნიშვნელოვნად გაზრდის”, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)