|
2019-05-23 15:28:09, 1187 ნახვა
პოლიტიკა
„ეს იქნება ალტერნატიული ძალა, რომელიც შეცვლის ხელისუფლებას“ - ეკა ბესელია საკუთარ პარტიას აფუძნებს
"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდბეელი დეპუტატი ეკა ბესელია ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნის. როგორც ბესელიამ აღნიშნა, მის პარტიაში მმართველი გუნდიდად წასული ბევრი წევრი იქნება. "ნებისმიერ ფორმას, რომელიც არის ინსტრუმენტი, ამ მიზნის მისაღწევად, ბუნებრივია ამას განვიხილავ და შესაბამისად პოლიტიკური პარტიაც, რომელიც აუცილებელი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ ქვეყანაში არჩევნების გზით მოხდეს ცვლილებები, ეს არის რეალისტური. საკმაოდ ბევრი ადამიანი აღმოჩნდა, ვინც არასოდეს ყოფილა პოლიტიკაში, მაგრამ თავის პროფესიაში არის წარმატებული და საინტერესო, ასეთი პროფესიული წარმომადგენლობა მე მგონი იქნება ძალიან საინტერესო ერთობის საფუძველი, რაც შეეხება საზოგადოებრივ მოძრაობას „დაიცავი საქართველო“ ამ მოძრაობის პოლიტიკურ მოძრაობად გადაკეთებას არ აპირებენ. არავითარი მესამე ძალა, ეს იქნება ალტერნატიული ძალა, რომელიც შეცვლის ხელისუფლებას", - აღნიშნა ბესელიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში. კითხვაზე - გამოჩნდებიან თუ არა მისი პარტიის რიგებში ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია, ბესელია ამბობს, რომ არაფერია გამორიცხული. "არავის არ გამოვრციხავ. დაველაპარაკებით ყველა ადამიანს, ვისთვისაც ეს იდეა და მიზანი იქნება ღირებული და ვისიც იმედი შეიძლება გვქონდეს", - აღნიშნა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)