22:41 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-22 15:45:16, 1205 ნახვა

კომენტარი
ლადო კახაძე - სადაც ერთი „ნაციონალი“ იქნება დასახელებული და იმ გუნდში იქნები - შენც „ნაციონალი“ ხარ

„სადაც ერთი ნაციონალი იქნება დასახელებული და იმ გუნდში იქნები - შენც ნაციონალი ხარ. მე შალვას დიდ პატივს ვცემ. მასზე, როგორც პიროვნებაზე ვერასდროს ძვირს ვერ ვიტყვი,  თუმცა ეს მისი არჩევანია“, – ამის შესახებ „ტვ პირველის“ დღის ამბებში „ქართული ოცნების" მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლადო კახაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შალვა შავგულიძე იმ ადამიანებთან მივიდა, ვინც ბევრი რამ გააფუჭა.

„ლანძღვა  არ იქნება ჩემგან არასოდეს, ეს არის მიუღებელი. ყველგან, სადაც ლადო კახაძე იყო, ის არ შეცვლილა, მე ვამაყობ, იმით, რა გზაც გამოვიარე, ზუსტად ისეთი დავრჩი და სიკვდილთან ასოცირებული  არ ვარ. შალვა იმ ძალასთან მივიდა, რომელმაც ბევრი რამე გააფუჭა. ბევრი ცოდვა ადევთ. მოკალით ადამიანები", „ესროლეთ", „ტყვია არ დაიშუროთ" - ასეთი რაღაცები მახსოვს, ჩემს ყურს ძალიან ცუდად ხვდება და როგორც ექიმს სწორად არ მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსმა საზოგადოებას ასეთი აკადროს. მე, როგორც ექიმს სიკვდილზე ხელი არასდროს არ მომიწერია და არც როგორც პოლიტიკოსი არ მოვაწერ არასდროს“, - აცხადებს ლადო კახაძე.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics