|
2019-05-22 12:51:05, 1114 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი ბუქარესტში გამართულ მინისტერიალში მონაწილეობდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა 21 მაისს, ქალაქ ბუქარესტში გამართულ მინისტერიალში ,,საერთო საზღვაო დღის წესრიგი შავი ზღვისთვის" მიიღო მონაწილეობა. ევროკომისიისა და რუმინეთის მთავრობის ორგანიზებით გამართული მინისტერიალის ფარგლებში დამტკიცდა შავი ზღვის საერთო დღის წესრიგი, რომელიც შავი ზღვის აუზის ქვეყნების და ევროკომისიის აქტიური მონაწილეობით შემუშავდა. დოკუმენტის მიზნად ისახავს ხელი შეეწყოს ზღვის რესურსების მდგრად მართვას, შავი ზღვის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას, ასევე ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიზნით შესაბამისი კვლევების და ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას. ევროკომისია მოახდენს დაგეგმილი აქტივობების კოორდინაციას, ასევე შეიმუშავებს კონკრეტულ წინადადებებს დღის წესრიგის შესრულების უზრუნველსაყოფად. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში ასახულია ის გამოწვევები და საჭიროებები, რაც შავი ზღვის აუზის ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს აქვს. მინისტერიალში მონაწილეობდნენ ევროკომისარი გარემოს დაცვის, საზღვაო საქმეთა და მეთევზეობის საკითხებში - კარმენუ ველა, შავი ზღვის აუზის ქვეყნების გარემოსდაცვის მინისტრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები, ასევე დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)