|
2019-05-20 14:45:45, 911 ნახვა
საზოგადოება
საქართველო INSARAG -ის აკრედიტაციის მისაღებად ემზადება
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გამართულ შეხვედრას სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე - ლევან ღირსიაშვილი, გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი - კლაუს ბუხმიულერი და სწრაფი განთავსებისა და საერთაშორისო ოპერაციების უფროსი სპეციალისტი - პეტერ გოხარაჯი ესწრებოდნენ. შეხვედრისას საუბარი INSARAG-ის აკრედიტაციის მიღების პროცესში გერმანიის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას შეეხო. ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ამ პროცესში მენტორობას გაუწევს. გერმანული მხარე ქართველი მეხანძრე-მაშველების პროფესიულ და ტექნიკურ შესაძლებლობებს ადგილზე შეაფასებს და საქართველოს INSARAG-ის აკრედიტაციის მიღებისთვის საჭირო რეკომენდაციებს მისცემს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისათვის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. INSARAG-ის აკრედიტაციის მიღებით, საქართველო საერთაშორისო სამაშველო სამსახურის წევრი გახდება, რაც საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სამაშველო მისიებში. მხარეებს შორის მოლაპარაკებები ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, მოხდება სამსახურის შესაძლებლობების გაუმჯობესება ტრენინგებისა და სასწავლო კურსების, ტექნიკური დახმარების, ასევე ინსტიტუციონალური გაძლიერების ერთობლივი პროექტების განხორციელების მიმართულებებით.
(NS)
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)