|
2019-05-19 23:55:31, 1052 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მთაწმინდაზე მეორე ტური შედგება - დანარჩენ ოლქებში ჩვენმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს
„ქართულ ოცნების“ ინფორმაციით, მათმა კანდიდატებმა მთაწმინდის ოლქის გარდა, არჩევნები ყველა ოლქში, პირველივე ტურში მოიგეს. როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მთაწმინდის ოლქში მათმა კანდიდატმა გაიმარჯვა, თუმცა ხმათა 50%-ს მოგროვება ვერ შეძლო. შესაბამისად, კობახიძის განმარტებით, აღნიშნულ ოლქში მეორე ტური გაიმართება. „ზუგდიდში, 107-დან დათვლილია 88 ოლქის შედეგები. ოქმების მონაცემებით 54,08% მიიღო გეგა შენგელიამ. შესაბამისად, შეიძლება კიდევ ერთხელ თამამად ითქვას, რომ დიდი უპირატესობით პირველივე ტურში გაიმარჯვა ბატონმა გეგა შენგელიამ. მარნეულში დათვლილია 86 უბანი 90-დან. 78,75 პროცენტია ზაურ დარგალის მაჩვენებელი. ზესტაფონში 52 უბანია დათვლილია 53-დან. ამ შემთხვევაში გიორგი გოგლიჩიძის მაჩვენებელი არის 50,53%. ერთი უბანია დარჩენილი, თუმცა ჩვენი მონაცემებით, არა შემცირება, არამედ ზრდაა მოსალოდნელი. ჭიათურაში ბატონი გივი მოდებაძის მაჩვენებელი არის 65,39%, დათვლილია 58-დან 49 უბნის მონაცემები. რაც შეეხება ხულოს, აქ ყველა უბანი დათვლილია. 67,1% არის ჩვენი კანდიდატის, ვახტანგ ბერიძის შედეგი. მთაწმინდას რაც შეეხება, აქაც დათვლილია ყველა უბნის მონაცემები. გაიმარჯვა ჩვენმა კანდიდატმა, ლადო კახიძემ. მაჩვენებელი არის 40,92%. ამ შემთხვევაში შედგება მეორე ტური მთაწმინდის ოლქში. ოპონენტი იქნება შალვა შავგულიძე, რომელიც წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)