22:41 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-19 23:32:50, 1107 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: მადლობა ჩვენს ამომრჩევლებს გამოცხადებული ნდობისთვის - გილოცავთ არჩევნების მაღალი სტანდარტით ჩატარებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მხარდამჭერებს აქტივობისთვის მადლობას უხდის. 

პრემიერმა მოსახლეობას "ძალიან მაღალი სტანდარტით არჩევნების ჩატარება" მიულოცა. 

"მინდა, ყველას მოგილოცოთ არჩევნების ძალიან მაღალი სტანდარტით, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარება. ეს არის ჩვენი გუნდის უდიდესი მიღწევა, პოლიტიკური მონაპოვარი, რომელსაც განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. დღეს, ქართულმა საზოგადოებამ, ისევე, როგორც საერთაშორისო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა საქართველოში თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებული არჩევნები. მინდა, მადლობა გადავუხადო ამომრჩეველს, რომელმაც კიდევ ერთხელ დააფიქსირა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. მადლობას ვუხდი ჩვენს ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის. კარგად მესმის, რომ გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით უნდა გადავლახოთ. დიდ მადლობას ვუხდი ყველას ნდობისთვის და მინდა კიდევ ერთხელ დავარწმუნო ყველა, რომ ყველა ის პროექტი თუ იდეა, რომელიც ჩვენს საზოგადოებასთან შეთანხმდა, უმოკლეს ვადაში აუცილებლად იქნება რეალიზებული", - აღნიშნა პრემიერმა. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics