|
2019-05-19 21:23:28, 975 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო: არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებში ძირითადად მშიდ ვითარებაში ჩაიარა
არჩევნებმა ძირითადად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და ამომრჩევლებმა საკუთარი ნების დაფიქსირება თავისუფლად შეძლეს, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე გაანცხადა. როგორც მან აღნიშნა, ყველა საარჩევნო უბანი ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა და ბიულეტენების დათვლის პროცესი დაიწყო. „კენჭისყრის პროცესი დასრულდა. საღამოს რვა საათზე ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა. ამ წუთებში საოლქო-საარჩევნო უბნებში მიმდინარეობს მნიშვენლოვანი პროცესი. კომისიის წევრები ითვლიან ბიულეტენებს. საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას, რათა კომისიების მიერ ზუსტად აისახოს თითოეული ამომრჩევლის ნება და არ შეფერხდეს ხმის დათვლის პროცესი. თავის მხრივ საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ხმის დათვლის პროცესის გამჭვირვალობას და უბანზე მყოფმა თითოეულმა პირმა დაუბრკოლებლად შეძლოს აღნიშნულ პროცესზე დაკვირვება. არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებში ძირითადად მშიდ ვითარებაში ჩაიარა. მიუხედავად კენჭის ყრის შენობის გარდა, ცალკეულ შემთხვევებში განვითარებული მოვლებენისა, ამომრჩევლებმა თავისუფლად შეძლეს საკუთარი ნების გამოხატვა“, - აღნიშნა მიქელაძემ.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)