2015-06-29 14:15:22, 863 ნახვა
საზოგადოება
ჯანსუღ ჩარკვიანი: ეთერ კაკულია განსაკუთრებული იყო
საქართველო სიმღერების ქვეყანაა და ეთერი იყო განსაკუთრებული, - ამის შესახებ ცნობილმა პოეტმა ჯანსუღ ჩარკვიანმა ეთერ კაკულიას სამოქალაქო პანაშვიდზე ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, კაკულია განსაკუთრებული იყო როგორც მომღერალი და როგორც ერთგული მეგობარი.
„საქართველო სიმღერების ქვეყანაა და ეთერი იყო განსაკუთრებული. განსაკუთრებული იყო როგორც მომღერალი, როგორც სიყვარულით სავსე ადამიანი. ყველას გემახსოვრებათ ავადმყოფმა ქალმა ბოლოს როგორ იმღერა. ეს იყო საოცრება და ეს იყო მისი წასვლის სიმღერა. მიხარია ერთი რაღაცა, რომ ქართული სიმღერა და ტირილი ძალიან გავს ერთამენთს“, - აღნიშნა ჟანსუღ ჩარკვიანმა.
ცნობისთვის, ეთერ კაკულია ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 26 ივნისს გარდაიცვალა. მომღერალი კიბოთი იყო დაავადებული და მიუხედავად მკურნალობისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან