|
2019-05-18 17:01:39, 884 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე - არეულობას ქმნის არა ცვლილებები, არამედ ხელისუფლება, რომელიც უსამართლო არჩევნებს ატარებს
ნუ შეგეშინდებათ მთავრობის მხრიდან მუქარის, ნუ შეგეშინდებათ ზეწოლის, ნუ შეგეშინდებათ იმ საფრთხეების, რომლებსაც დღეს მთავრობა ხატავს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, შალვა შავგულიძის მხარდამჭერებთან შემაჯამებელი შეხვედრისას განაცხადა. როგორც ბაქარაძემ აღნიშნა, არეულობას ქმნის არაა ცვლილებები, არამედ ხელისუფლება, რომელიც უსამართლო არჩევნებს ატარებს. „ნუ შეგეშინდებათ მთავრობის მხრიდან მუქარის, ნუ შეგეშინდებათ ზეწოლის, ნუ შეგეშინდებათ იმ საფრთხეების, რომლებსაც დღეს მთავრობა ხატავს. დიახ, მე ვიცი, რომ საზოგადოებაში ბევრს ეშინია არეულობის, მაგრამ არეულობას ქმნის არა ცვლილებები, არეულობას ქმნის ხელისუფლება, რომელიც არ ატარებს სამართლიან არჩევნებს და რომელიც ახდენს ხალხზე ზეწოლას, რომელიც ახალისებს ცემა-ტყეპას და ძალადობას, რომელიც არ იძიებს დანაშაულს. ეს ხელისუფლება ახდენს არეულობას და წამალი ამ არეულობის წინააღმდეგ არის სამართლიანი არჩევნები“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)