|
2019-05-18 16:49:46, 866 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: ზუგდიდში პროვოკაციული ფონის შესაქმნელად ენმ-მ რამდენიმე ათასი ადამიანი ჩაიყვანა
ფრაქცია „ქართული ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ზუგდიდში პროვოკაციული ფონის შესაქმნელად ნაციონალურმა მოძრაობამ რამდენიმე ათასი ადამიანი ჩაიყვანა. „თქვენ ხედავთ, რომ პროვოკაციული ფონი აშკარად არის ზუგდიდში და ამისთვის რამდენიმე ათასი ადამიანის გადაყვანა მოუწიათ. ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და მოვუწოდებთ, ნუ აყვებიან მიშა სააკაშვილის ხუშტურებს იმიტომ, რომ შეიძლება ეს სისხლის სამართლის დანაშაულში გადაიზარდოს. რამდენიმე ასეული ნასამართლევი პირია იქ ჩაყვანილი. ასევე ჩვენი ინფორმაციით, რა თქმა უნდა დაუზუსტებელი ინფორმაციით ,თუმცა ეს ცალკე აღებული არაფერს ნიშნავს. მთავარია, რომ ისინი ქმნიან პროვოკაციურ ფონს მას შემდეგ, რაც შეიტყვეს,რომ ჩვენი კანდიდატი იმარჯვებს დამაჯერებლად და ამისი გამორიცხვა უნდათ არჩევნების ჩაშლის მცდელობით. თუმცა, სახელმწიფო თავის ადგილზე დგას, ასეთ პროვოკაციულ ქმედებებს თავისი პასუხი გაეცემა და არჩევნები საბოლოო ჯამში მშვიდ ვითარებაში ჩატარდება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)