|
2019-05-18 12:33:05, 1016 ნახვა
პოლიტიკა
ესტონელი მინისტრი: მრცხვენია ევროკავშირის სახელით, რომ საქართველოსათვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ვერ შევძელით
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტალინში, ლენარტ მერის უსაფრთხოების კონფერენციის (LMC) ღია დისკუსიაში მონაწილეობა ესტონეთის პრეზიდენტთან და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან ურსულა ფონ დერ ლეიერნთან ერთად მიიღო. კონფერენცია ცნობილი ესტონელი მწერლის, რეჟისორისა და საზოგადო მოღვაწის ლენარტ მერის სახელს ატარებს, რომელიც 1992—2001 წლებში ესტონეთის პრეზიდენტი იყო. ღია დისკუსიას "ერთი წარსული - ბევრი მომავალი" მოდერაციას ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იური ლუიკი უწევდა. "მე, პირადად ძალიან მრცხვენია ევროკავშირის სახელით, რომ ვერ შევძელით საქართველოსათვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება, მაგრამ ეს პერსპექტივა ჩვენთვის ძალიან ნათელია", - აღნიშნა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა იური ლუიკიმ უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთ პანელზე, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი, ესტონეთის პრეზიდენტთან და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან ერთად, გამოდიოდა. კონფერენციაში მომხსენებლებად მონაწილეობდნენ ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პირები, მინისტრები, პარლამენტის წევრები და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)