|
2019-05-17 18:29:22, 883 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - გიორგი გოგლიჩიძე დიდი წარმატებით გაუძღვება იმ საქმეს, რასაც ზესტაფონის განვითარება ჰქვია
„დარწმუნებული ვართ, რომ გიორგი გოგლიჩიძე ძალიან დიდი წარმატებით გაუძღვება იმ საქმეს, რასაც ზესტაფონის განვითარება ჰქვია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივნმა ირაკლი კობახიძემ ზესტაფონის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. „მოგესალმებით ძვირფასო ზესტაფონელებო. ძალიან ბევრი ღირსება აქვს ზესტაფონს, მაგრამ მთავარი ღირსება არის მაინც ძალიან თბილი, გულანთებული, მშრომელი ხალხი, რომელიც ჰყავს ამ ქალაქს, ამ რაიონს და ძალიან მიხარია, რომ დღეს გვაქვს თქვენთან შეხვედრის საშუალება. მოგესალმებით, კიდევ ერთხელ, სულით და გულით. ზესტაფონს სჭირდება განვითარება. კეთდება ბევრი რამე, მაგრამ რჩება ძალიან ბევრი პრობლემა, რჩება ქალაქის პრობლემა, სოფლების პრობლემები, ადამიანებს აქვთ პრობლემები და ამ ყველაფერს სჭირდება მუხლჩაუხრელი შრომა, სჭირდება ყოველდღიური საქმიანობა და სჭირდება, რა თქმა უნდა, ძლიერი ხელმძღვანელი. ამ პრინციპების გათვალისწინებით ჩვენ წარმოგიდგინეთ ძალიან ღირსეული კაცი, ღირსეული ზესტაფონელი, ბატონი გიორგი გოგლიჩიძე, რომელიც, დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან დიდი წარმატებით გაუძღვება იმ საქმეს, რასაც ჰქვია ზესტაფონის განვითარება. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთან ერთად ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ და რაც მთავარია, ზესტაფონი გაიმარჯვებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)