|
2019-05-17 13:14:33, 943 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ე.წ. კვლევების შედეგები წინასაარჩევნო პერიოდში, დისონანსის შემოტანის მცდელობაა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სხვადასხვა ტიპის კვლევებს, რომელთა შედეგებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივ ცხოვრებაში დისონანსის შეტანის მცდელობად აფასებს, - ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ბათუმში ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. „2012 წლიდან დაწყებული, მე ბევრი მსგავსი ე.წ კვლევის შესახებ მსმენია და საზოგადოების არჩევანი ყოველთვის იყო ნათელი. საზოგადოება ამჯერადაც გააკეთებს არჩევანს და ამაში კიდევ ერთხელ ყველა დავრწმუნდებით. მსგავსი ტიპის დეზინფორმაცია და „ფეიკ ნიუსები", ჩემი აზრით, გარკვეული ძალების მიერ წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივ ცხოვრებაში დისონანსის შემოტანის მცდელობაა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)