20:15 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-16 16:16:30, 1196 ნახვა

პოლიტიკა
ენმ თამარ ჟვანიას პარლამენტში იბარებს

„ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას ინტერპელაციის წესით საკანონმდებლო ორგანოში იბარებს.

ამის შესახებ  ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს   განუცხადა.

„ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს პარლამენტს ოფიციალურად მიმართა და ინტერპელაციის წესით ვიბარებთ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას, რათა მან პარლამენტის წინაშე გასცეს პასუხი, თუ რატომ არ ახდენს საარჩევნო კომისია რეაგირებას იმ დარღვევებზე, რომელსაც ჩვენ მრავალი წელია, ვხედავთ და მათ შორის იმ ძალადობაზე, რასაც დღეს, საარჩევნო კამპანიის პერიოდში სჩადიან, თუნდაც იგივე ზუგდიდში. უნდა გაგვცეს პასუხი, თუ რატომ გადაიქცა ცენტრალური საარჩევნო კომისია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ერთ-ერთ დანამატად“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics