|
2019-05-16 11:48:29, 991 ნახვა
პოლიტიკა
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიიის სხდომაზე ამ წუთებში ხმაური და დაპირისპირებაა
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიიის სხდომაზე ამ წუთებში ხმაური და დაპირისპირებაა. იქ იმყოფებიან გაერთიანებული ოპოზიციის წევრები, რომლებიც ითხოვენ რომ დადგენს კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის გადადგომის საკითხი. ოპოზიციის ლიდერებს თან აქვთ ფოტო მტკიცებულებები, სადაც ასახულია, რომ კომისიიდან გატანილი სიები და ბეჭდები კანონის დარღვევით სხვადასხვა პირების პირად მფლობელობაში ინახებოდა. დაპირისპირება სხდომის დაწყებამდე დაიწყო. ცოტა ხნის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინა ბოკუჩავა კომისიის თავმჯდომარეს მირანდა მესხს დაუპირისპირდა. ბოკუჩავამ მესხს უთხრა, რომ მას ნდობა აღარ აქვს და ამიტომ უნდა გადადგეს. „ის პრეტენზიები გვაქვს რომ ზონდერები არ დარბოდნენ აქ რომლებიც ფიზიკურად იწევენ ადამიანებზე, იარაღიანი პოლიციელები რომ დარბოდნენ ოლქში ეს ნორმალურია? მაგრამ თქვენ რა უნდა მოგთხოვოთ, აღარ გაქვთ არანაირი ნდობა და უნდა გადადგეთ,“- მიმართა ბოკუჩავამ მესხს. თავად მირანდა მესხი კი განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხების განხილვის მოთხოვნით, ოპოზიციამ განცხადება უნდა შემიტანოს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)