|
2019-05-15 15:49:52, 1154 ნახვა
პოლიტიკა
ლატვია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში კონტიგენტს გაზრდის
ლატვია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში კონტიგენტს გაზრდის, - აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია დღეს ლატვიის პრეზიდენტმა რაიმონდს ვეიონისმა საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრისას მიაწოდა, რომელიც რიგაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. აღინიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და საჭიროა, რომ ევროკავშირის დამკვირვებლებს გამყოფი ზოლის მიღმა მონიტორინგის შესაძლებლობა ჰქონდეთ . ლატვია დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში 7 დამკვირვებლითაა წარმოდგენილი. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ისაუბრეს და საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ლატვიას საქართველოს სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისათვის. აღინიშნა, რომ ოკუპაცია დაუშვებელია და უნდა გაგრძელდეს მუშაობა საქართველოს დეოკუპაციისათვის. როგორც სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრისას განაცხადა, საქართველო პარტნიორ ქვეყნებს რუსეთთან საუბრისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან და რუსეთ -საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებით საკითხის დაყენებას სთხოვს. ლატვიის პრეზიდენტთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის უფრო მაღალ, პოლიტიკურ დონეზე აყვანის საკითხს. საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით ხაზი გაესვა ლატვიის მნიშვნელოვან მხარდაჭერას და გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით კი, მისი დახმარების საჭიროებას. სალომე ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ლატვიაში ქართველი საჯარო მოხელეების გადამზადების პროგრამის, როგორც ლატვიის მხრიდან ქმედითი დახმარების მნიშვნელობა, რადგან ლატვიამაც სწორედ ის გზა გაიარა, რასაც საქართველო ახლა გადის. შეხვედრისას ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე საუბრისას აღინიშნა, რომ სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის თვალსაზრისით ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი-ეკონომიკის, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)