|
2019-05-15 13:22:05, 1145 ნახვა
პოლიტიკა
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია დეპუტატებს ხვდება
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია პარლამენტში დეპუტატებთან შესახვედრად მივიდა. იგი დეპუტატებს საკუთარ ხედვებთან და სამინისტროში ჩატარებულ სამუშაოებთან დაკავშირებით პრეზენტაციას წარუდგენს. შეხვედრა ღიაა და მას მედიის წარმომადგენლები ესწრებიან, რომელთაც კითხვების დასმის საშუალებაც მიეცემათ. "ამ შეხვედრის ფორმატი შემდეგია: მე მომმართეს ოფიციალური წერილით ექვსმა დეპუტატმა, სხვათაშორის, უნდა აღვნიშნო, რომ ესენი იყვნენ მხოლოდ "ქართული ოცნების" და დამოუკიდებელი დეპუტატები, მათ მომმართეს თხოვნით და ოფიციალური წერილით რომ წარმედგინა ანგარიში იმ სამუშაოსი, რომელიც სამინისტრომ გაწია ჩემი მინისტრობის პერიოდში. თავი ვალდებულად ვიგრძენი ანგარიში წარმედგინა და ასეთი ფორმატის შეხვედრა შემდგარიყო, რასაც ჩვენ დღეს ვესწრებით", - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)