|
2019-05-15 09:57:52, 991 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ქობულია დღეს პარლამენტში მივა
დღეს, პარლამენტში, დეპუტატთა ჯგუფის მიწვევით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია მივა, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ყოფილი ეკონომიკის მინისტრი თავისი საქმინობის შესახებ პრეზენტაციას გამართავს. „საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, დეპუტატების გარკვეულმა ჯგუფმა გავუგზავნეთ წერილი ეკონომიკის ყოფილ მინისტრ, ბატონ გიორგი ქობულიას და შევთავაზეთ მას პარლამენტში ღია ფორმატში მოსვლა, ვისაც აინტერესებს მისი საქმიანობა იმ რვა თვის განმვლობაში, რაც მან გაწია და ასევე მისი ხედვები ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით საქართვველოში და კითხვა-პასუხი იმ თემებზე, რაც აქვს საზოგადოებას. შესაბამისად, შეხვედრა გაიმართება ხვალ 13:00 საათზე, პარლამენტის შენობის კინოდარბაზში“, - აღნიშნა ლევან კობერიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)