|
2019-05-14 13:25:44, 1171 ნახვა
პოლიტიკა
ქანთარია ოპოზიციას: ძალიან გიხდებათ ბატკნის ქურქი, მაგრამ აქ ჩანს ბრჭყალები
„ძალიან გიხდებათ ბატკნის ქურქი, მაგრამ აქ ჩანს ბრჭყალები, რომელიც მოჭრილია, მაგრამ მეტ-ნაკლებად იზრდება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა. როგორც მან განაცხადა, იმედია არჩვნები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის. „ბოლო ხანებში მე ვხედავ, უკვე გარკვეულ მიზანმიმართულ ქმედებას „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ფლანგიდან, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ სიტუაცია გადაიყვანონ აბსოლუტურად სხვა სიბრტყეში. ვფიქრობ, სამართალთან მათი საუბარი არის გამორიცხული, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ძალიან გიხდებათ ბატკნის ქურქი, მაგრამ აქ ჩანს ბრჭყალები, რომელიც მოჭრილია, მაგრამ მეტ-ნაკლებად იზრდება. მაგრამ ეს არ გაძლევთ საშუალებას იმისას, რომ სამართლიანობის ის თეზები, რომელიც თქვენ მოგაქვთ ხოლმე ხალხმა დაიჯეროს. ალბათ სხვა ხერხებზე უნდა გადახვიდეთ და დაემორჩილოთ იმ წესებს რა წესებიც მიღებულია საერთაშორისო სამართლით. მცდელობა არის სწორედ, როგორც სამეგრელოში ისე სხვა კუთხეებში, ვხედავ ამ შუალედურ არჩევნებზე. ეს არჩევნები მაინც არის პრინციპული არჩევნები და დარწმუნებული ვარ, რომ სამეგრელოს მოსახლეობა არ გააცინებს მტერს“, - აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)