|
2019-05-13 16:57:56, 1307 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: საერთაშორისო დონის თაღლითობა, რომ სააკაშვილი ქართველ ემიგრანტებს ფულს სთხოვს, ვილებს ყიდულობს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, საერთაშორისო დონის თაღლითობა და იშვიათი თავხედობაა ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ევროპის სხვადასხვა ქალაქში ხვდება ქართველ ემიგრანტებს და მათ ფულს სთხოვს, თავად კი ფლორიდაში ძვირადღირებულ ვილებს ყიდულობს, სავარაუდოდ, კორუფციული გარიგებებით ნაშოვნი თანხით. ,,აქვე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საუბარია იმ ადამიანებზე, ვინც მძიმე შრომით ირჩენს თავს და არჩენს ოჯახებს საქართველოში, მათ სთხოვს სააკაშვილი ფულს პოლიტიკური საქმიანობისთვის. ის სკანდალშია გახვეული და ხელისუფლების მიმართ გამოთქმული აბსურდული ბრალდებებით ცდილობს ამ სკანდალის გადაფარვას", - აცხადებს მამუკა მდინარაძე. ის დარწმუნებულია, რომ ამ თავხედობას ამომრჩეველი კიდევ ერთხელ უპასუხებს 19 მაისს და მხარს არ დაუჭერს პოლიტიკურად გაკოტრებულ ძალას, რომელიც ქვეყანას წარსულში დააბრუნებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)