|
2019-05-13 16:52:42, 1312 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე აფხაზეთში კრიპტოვალუტების წარმოებაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ანტისახელმწიფოებრივ ტყუილს უწოდებს
ტყუილების დაბრალებას მიჩვეული ვართ, ეს ოპოზიციისა და მათ მიერ მართული მედიასაშუალებების დღის წესრიგია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა ოკუპირებულ აფხაზეთში კრიპტოვალუტების წარმოებასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე. ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში კრიპტოვალუტების წარმოებასთან დაკავშირებით ტელეკომპანია „რუსთავი-2“-მა, „პრესა.ჯი“-ზე დაყრდნობით გაავრცელა. სიუჟეტში საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე და კრიპტოვალუტების წარმოებისთვის „ენგურჰესიდან“ ელექტროენერგიის უფასო მიწოდებაზე. მდინარაძის თქმით, მსგავსი ცრუ ინფორმაციები უარყოფითად მოქმედებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამოქალაქეებთან ურთიერთობის საკითხზეც. „ადამიანი არასახელმწიფოებრივად უნდა აზროვნებდე, რომ ეს იკადრო და ასეთი ტყუილი მოიგონო. ტყუილების დაბრალებას ჩვენ უკვე მიჩვეული ვართ. ეს არის ოპოზიციის და მათ მიერ მართული მედიასაშუალებების დღის წესრიგი, ეს გასაგებია, მაგრამ როდესაც ენერგოუსაფრთხოებასთან ერთად, აფხაზებთან ურთიერთობის თემას ურტყმს, არ ფიქრობ იმაზე, რას ვეუბნებით ახლა ამით აფხაზ ძმებს და დებს, რომ პირადი გამორჩენის მიზნით გაძლევს ვიღაც ელექტრონენერგიას და არა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ქართული სახელმწიფოს წარმომადგენლები, რომლებიც მათ ელექტროენერგიას უფასოდ აძლევენ“, – განაცხადა მდინარაძემ. მისი შეფასებით, აღნიშნული ინფორმაცია ანტისახელმწიფოებრივი ტყუილია. „აქედან გამომდინარე, ეს ანტისახელმწიფოებრივი ტყუილია, რომელშიც ასევე ანტისახელმწიფოებრივი მიზნებია გადმოცემული. ეს ძალიან სამწუხარო და ძალიან დასანანია“, – განაცხადა დეპუტატმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)