|
2019-05-13 14:06:32, 1364 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე: მაია მიმინოშვილი მაღალი დონის პროფესიონალია და პარტიაში გამოცდილებას გვიზიარებს
მაია მიმინოშვილი არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი, ის პარტიას ეხმარება კადრების დატრენინგებაში, გამოცდილებას გვიზიარებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრიუსელში გამგზავრებამდე განაცხადა. მისივე განცხადებით, პარტიის განახლება და ახალი სახეები ბუნებრივი პროცესია. „ეს არის ძალიან ბუნებრივი პროცესი პარტიის განახლების, ამას მხოლოდ მივესალმები. ბოლო პერიოდში ეს საკითხი კიდევ უფრო მეტად აქტუალური გახდა ჩვენს პარტიაში. რაც შეეხება ქალბატონ მაიას, ის არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი და ის, ისევე როგორც რამდენიმე სხვა ექსპერტი, პარტიას ეხმარება კადრების დატრენინგებაში, გადამზადებაში და იმ გამოცდილებას გვიზიარებს, რაც ობიექტურად მას აქვს. რაც შეეხება პარტიის განახლებას და ახალ სახეებს, ეს არის სულ სხვა თემა და ეს არის პარტიაში მიმდინარე ბუნებრივი პროცესი“,- განცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)