|
2019-05-13 13:40:04, 1347 ნახვა
პოლიტიკა
მათიკაშვილი იუსტიციის საბჭოდან არამოსამართლე წევრების გაწვევაზე: ოპონენტებს სასამართლოს ჩიხში შეყვანა სურთ
პარტია "ქართული ოცნების" წევრი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი პროცედურები იმგვარადაა გაწერილი, რომ ინტერესთა კონფლიქტი გამორიცხულია. მისი თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან არამოსამართლე წევრების გაწვევის შესახებ არ შეესაბამება დღევანდელ რეალობას. „მთელი პროცედურა უპრეცედენტოდ გამჭვირვალედაა გაწერილი, მათ შორის ე.წ. ამერიკული მოდელია გამოყენებული, როდესაც კომიტეტზე თითოეული კანდიდატის მიმართ ის კითხვები იქნება დასმული, რაც საზოგადოებას აინტერესებს და, ასევე, შესაბამისი პასუხები მოსმენილი. საზოგადოებას ახსოვს, რომ ჩვენი კოლეგები საუბრობდნენ იმაზე, რომ ჩვენს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს სურთ სასამართლოს კოლაფსი, სასამართლოს ჩიხში შეყვანა და მაშინ, როდესაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურა დადგენილია, რაც უკვე დაიწყო შერჩევის პროცესი, ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის მხრიდან გაუგებარ მოთხოვნებს, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან არამოსამართლე წევრების გამოწვევის შესახებ, რაც არანაირად არ შეესაბამება დღეს არსებულ რეალობას. ასევეა მოთხოვნა კომიტეტის განსახილველ საკითხებში მათი ჩასმის, რაც აუცილებლად პროცედურულად იქნება დარეგულირებული და შესაბამის ვადებში წარმოდგენილი. მოგეხსენებათ, ეს კანონი ადგენს ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვის პლაცდარმს, ინტერესთა კონფლიქტი, ფაქტობრივად, შერჩევის დროს გამოირიცხება, იმ დადგენილი კრიტერიუმებიდან გამომდინარე და რეგულაციებიდან გამომდინარე, რაც ამ კანონში არის მიღებული",- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)