|
2019-05-13 12:56:02, 1066 ნახვა
საზოგადოება
ვენეციის ბიენალეზე ქართულ პავილიონს, „თიბისი სტატუსის“ მხარდაჭერით, ანნა კ.ე. წარმოადგენს
ვენეციის 58-ე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე, რომელიც ოფიციალურად 11 მაისს გაიხსნა, ქართულ პავილიონს ნიუ-იორკსა და ბერლინში მოღვაწე ქართველი ხელოვანი - ანნა კ.ე. თიბისი სტატუსის მხარდაჭერით წარმოადგენს. პროექტზე - "Rearmirrorview, Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation..." ავტორმა კურატორ მარგო ნორტონთან ერთად იმუშავა. პროექტი ბიენალეზე გალერეა "სიმონ სუბალისა" და Project Artbeat-ის ორგანიზატორობით წარდგა. "Rearmirrorview, Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation..."-ის სტრუქტურის ზედაპირზე პოლირებული რკინისგან გაკეთებული, ონკანების მსგავსი სკულპტურული ობიექტები უსისტემოდაა განლაგებული, რომლებშიც წყალი განუწყვეტლივ ცირკულირებს. ანნა კ.ე. ამ ელემენტებით ადამიანის სიცოცხლისთვის აუცილებელ სუბსტანციას უსვამს ხაზს - წყალი მუდმივობას, განწმენდასა და ენერგიას გულისხმობს. ვერცხლისფერი ონკანების იეროგლიფური ფორმები ქართული ანბანის - ასომთავრულის პროტოტიპებია. ვენეციის ბიენალეს ისტორია მე-19 საუკუნის ბოლო ათწლეულიდან იღებს სათავეს და 1895 წელს ქალაქ ვენეციის პირველი საერთაშორისო გამოფენის ორგანიზებას უკავშირდება, რომელიც საგანგებოდ ბიენალესთვის აგებულ პალაცო dell'Espisizion-ში გაიხსნა და 224000 ვიზიტორს უმასპინძლა. წლევანდელი ბიენალე, რომლის კურატორიც რალფ რუგოფია, საერთო კონცეფციის ქვეშ გაერთიანდა – "გეცხოვროთ საინტერესო დროში" (May You Live in Interesting Times). ვენეციის ბიენალე 2019 წლის 24 ნოემბრამდე გაგრძელდება.
(R)
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯეოკეპმა" ახალი საწარმო გახსნა
CashBack-ის და Mastercard-ის შეთავაზება ICR Home-ის მაღაზიებში
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)