|
2019-05-13 10:58:13, 1239 ნახვა
პოლიტიკა
უგულავა: ხალხი მზად არის ივანიშვილი იმედგაცრუებისთვის გაგლიჯონ
„ხალხი მზად არის ივანიშვილი გაგლიჯონ ტყუილებისთვის და იმედგაცრუებისთვის“, - ამის შესახებ „ეროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა. უგულავა და ოზურგეთის საკრებულოს წევრობის კანდიდატი კობა ზაქარეიშვილი მოსახლეობას ოზურგეთის ბაზრის ტერიტორიაზე შეხვდნენ. შეხვედრას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით მჟავანაზეც დაესწრო. „საზოგადოების განწყობა არის ის, რომ მზად არიან ივანიშვილი გაგლიჯონ იმ ტყუილებისთვის და იმედგაცრუებისთვის რაც არის. მე ხშირად მიწევდა ადამიანების დაწყნარება და ეს აბსოლუტურად ბუნებრივად ჩანდა და ბუნებრივად ჩანს. აქამდე მოხერხება უნდა, რომ მიიყვანო საზოგადოება. ახლა ჩვენი ამოცანა არის, რომ მშვიდად, არჩევნებით 19 მაისს იქ სადაც შუალედური არჩვნები ტარდება და მომდევნო ერთი წელიწადი დავუთმოთ იმას, რომ დავანახოთ საზოგადოებას ალტერნატივა. ხალხმა შინაგანად, ემოციურად ბიძინა ივანიშვილი გაუშვა სახლში. ახლა მთავარია, რომ ეს დაფიქსირდეს ბიულეტენის და არჩევნების დონეზე ეს გარდაუვალია. რადგან 2020 არის ივანიშვილის ბოლო ვადა. ისევე როგორც ჩვენი საზოგადოება, დამოუკიდებლობის პერიოდიდან ხალხი ვაძლევთ ხელისუფლებას მაქსიმუმ 2 ვადას და იმის მერე როდესაც ვადა გადის ხელისუფლებას, როგორც ვადაგაცილებულ საქონელს ისე ვისტუმრებთ. აი ასე მოუვა ზუსტად ივანიშვილს და საზოგადოების განწყობიდან ეს უკვე ძალიან კარგად ჩანს. ერთი ან ორი წლის წინ აბსოლუტურად სხვა განწყობილება იყო, დღეს უკვე ყველამ კარგად დაინახა, რომ ეს ადამიანი არის ჩვეულებრივი მატყუარა, ატყუებს ხალხს და ხალხის ხარჯზე მისი მოყვანილი ადამიანები მდიდრდებიან. ეს არის ფაქტი, ეს არის საზოგადოების განცდა და ეს არის საზოგადოების ტკივილი. საზოგადოება ამას არ შეარჩენს ივანიშვილს“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)