23:26 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-11 12:28:30, 1579 ნახვა

რეგიონი
კასპში ე.წ. მესაზღვრეებმა ორი მამაკაცი გაიტაცეს

კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაფილასთან, ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ორი მამაკაცი გაიტაცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, სტეფანე მესროფაშვილის განცხადებით, დიმიტრი ისერგიშვილი და ვასილ პატარკაციშვილი სოფლის განაპირას სატაცურის საკრეფად იყვნენ წასულები, რა დროსაც შეირაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ და ორივე მათგანი დააკავეს.

თანასოფლელების ინფორმაციით, დაკავებულები ოკუპირებული ცხინვალის მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics