11:06 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-27 12:25:33, 767 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროს შენობა "ჰუალინგ ჯგუფმა" შეიძინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა "ჰუალინგ ჯგუფმა" შეიძინა.

კომპანიის განცხადებით, ფიზიკური პირი თამარ მაზიაშვილი "ჰუალინგ ჯგუფის“ წარმომადგენელია.

„ჰუალინგ ჯგუფმა“ გამართულ ელექტრონულ აუქციონზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა 9 450 000 აშშ დოლარად შეიძინა.

ახალი მეპატრონის საინვესტიციო ვალდებულებების შესაბამისად, „ჰუალინგ ჯგუფი“ აღნიშნულ შენობაში 3 წლის ვადაში არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმროს მოწყობას გეგმავს”, - აღნიშნავენ კომპანიაში.

ეკონომიკის სამინისტროს შენობა ფიზიკურმა პირმა თამარ მაზიაშვილმა იყიდა, საპრივატიზებო პირობების მიხედვით გამარჯვებული ვალდებულია აღნიშნული თანხა აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტოს ინფორმაციით, ქონების მიმართ საკმაოდ მაღალი დაინტერესება იყო, რაც აუქციონზე დადებული ბიჯების უპრეცენდენტო რაოდენობაშიც გამოიხატა - მათმა რაოდენობამ 690 შეადგინა.

ჭანტურიას N12–ში მდებარე უძრავი ქონების მიწის საერთო ფართი შეადგენს 4210.00 კვ.მ-ს, ხოლო მასზე განთავსებული შენობის ფართი - 11271.52 კვ.მეტრია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აღნიშნულ შენობაში მიმდინარე წლის ბოლომდე დარჩება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics