|
2019-05-09 12:05:16, 1150 ნახვა
საზოგადოება
განახლებული თბილისი ტურისტებისთვის საოცრად მიმზიდველი ქალაქი ხდება
კომპანია Azimut Yachts Georgia-ს დირექტორი გიორგი ჩიკვაიძე თბილისში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფასებს და წერს, რომ დედაქალაქის განახლებული იერსახე მისი სტუმრების აღფრთოვანებას იწვევს. ამასთან დაკავშირებით ის საკუთარ Facebook გვერდზე შემდეგ სტატუსს აქვეყნებს და თბილისის დაუჯერებელ სახეცვლილებაში დეადაქალაქის მთავრობის, კერძოდ კი მერის, კახა კალაძის როლზე ამახვილებს ყურადღებას: ”მოკლედ, ამ ორ კვირაში მესამე პარტია სტუმრებს ვმასპინძლობ, როგორც ევროპიდან ისე მეზობელი ქვეყნებიდან, შესაბამისად მიწევს ისეთი მარშუტების არჩევა და ადგილების მონახულება, რომელსაც სტანდარტულად როგორც ამ ქალაქის მაცხოვრებელი არ ვსტუმრობ ხოლმე, ლაპარაკი არ არის მხოლოდ ქალაქის ცენტრზე! როგორ არ ავღნიშნო თბილისის მერიის ღვაწლი იმ ყველაფერში რასაც ვაკვირდები და აკვირდებიან ჩემი სტურებიც, რაც ნამდვილად იწვევს აღფრთოვანებას! იმდენი დეტალია შეცვლილი, ისეთი გამწვანებებია გაკეთებული, რეაბილიტირებულია შენობები უბნების დონეზე, წარმოუდგენლად გაუმჯობესებულია სანიტარული მდგომარეობა, ტურისტული ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული! რაც მთავარია ამ ყველაფერს ეტყობა ხარისხი, ასევე აღსანიშნავია სამართალდამცავების მუშაობაც. მოკლედ ძალიან მაგარი მერი გვყავს მის გუნდთან ერთად, ზემოთ ჩამოთვლილს დანახვა და გაფრთხილება სჭირდება!“, - წერს გიორგი ჩიკვაიძე.
(NS)
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)